მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ქართველი და უცხოელი ადვოკატები პრესკონფერენციას გამართავენ - Palitra News

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ქართველი და უცხოელი ადვოკატები პრესკონფერენციას გამართავენ

2019-09-06 09:57:24+04:00

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ქართველი და უცხოელი ადვოკატები - სტივენ ქეი, ვინსენტ ბერგერი და ზვიად კორძაძე დღეს, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში პრესკონფერენციას გამართავენ.

პრესკონფერენცია 12.00 საათზე გაიმართება. სტივენ ქეი არის ბრიტანეთის დედოფლის იურისტის საპატიო ტიტულის მფლობელი. საერთაშორისო აღიარების მქონე სისხლის სამართლის სპეციალისტი. ვინსენტ ბერგერი არის ფრანგი ადვოკატი, ევროპის კოლეჯის საპატიო პროფესორი, ევროპის ადვოკატთა საბჭოსა და სამართლის საზოგადოებების (CCBE) ექსპერტი. წლების განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, იყო ევროსაბჭოს ექსპერტი.