განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობა გაიზარდა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში სექტორის ბრუნვამ 501 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა, რაც 72 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ბრუნვის ზრდის ანალოგიურად, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში მოიმატა დასაქმებულთა რაოდენობამაც. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ - 38 ათას 690 შეადგინა, საიდანაც 23 ათას 660 ადამიანი საკვებით და სასმელებით მომსახურების ობიექტებზე მუშაობდა.
ამასთან, დაახლოებით 58 ლარით გაიზარდა სექტორში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება და 2019 წლის მეორე კვარტლისთვის 925 ლარი შეადგინა. სასტუმროებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ათას 190 ლარსა და 30 თეთრს შეადგენს, კვების ობიექტებში დასაქმებულების კი 757 ლარსა და 60 თეთრს.