არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი ინიშნება - Palitra News

არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი ინიშნება

2019-09-03 22:41:11+04:00

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის ახალ თანამდებობაზე უახლოეს დღეებში წარადგენენ. ლილუაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის ხელმძღვანელად შს მინისტრის გიორგი გახარიასკანდიდატურაა წარდგენილი. შს მინისტრად კი სუს-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ინიშნება.