პარლამენტი მინისტრობის კანდიდატების მოსმენას ხვალიდან დაიწყებს, სესიაზე კი, კენჭს 8 სექტემბერს უყრის - Palitra News

პარლამენტი მინისტრობის კანდიდატების მოსმენას ხვალიდან დაიწყებს, სესიაზე კი, კენჭს 8 სექტემბერს უყრის

2019-09-03 14:56:30+04:00

პარლამენტი საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას ხვალიდან დაიწყებს.

პარლამენტში ეტაპობრივად მოხდება მინისტრების მოსმენა, ხოლო 6 სექტემბერს მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება და პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციები მოუსმენენ.

7 სექტემბერს მთავრობის ახალ შემადგენლობას "პატრიოტთა ალიანსის" და "სოციალ-დემოკრატების" ფრაქციები და ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები მოუსმენენ.

8 სექტემბერს კი პარლამენტის პლენარული სხდომაა დანიშნული, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება.