საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართული პოსტის გაუქმების საკითხი არც კი განიხილება - Palitra News

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართული პოსტის გაუქმების საკითხი არც კი განიხილება

2019-08-30 10:05:54+04:00

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტის გაუქმება არც კი განიხილება. ამის შესახებ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს სოფელ ჩორჩანასთან განუცხადა. მისი თქმით, ეს არის და ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია, მათ შორის, იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ.

დარსალიას განცხადებით, მთავარი ამოცანა იყო, რომ საზოგადოებას თავისი თვალით ენახა აქ არსებული ვითარება.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ამოწურულია ულტიმატუმის ვადა, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს. კერძოდ, საუბარია სოფელ წნელისთან ქართული პოსტის დილის ექვს საათამდე გაუქმებაზე.