შსს-ს აკადემიაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო - Palitra News

შსს-ს აკადემიაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო

2019-08-28 13:10:11+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებზე ტრენინგი დაიწო. სწავლებას სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორები უძღვებიან.

აღნიშნული სწავლება საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისთვის მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მოქალაქეებთან ურთიერთობის სტანდარტები, კონფლიქტის მართვა, სამართალდამრღვევთა დაკავება და ა.შ.

აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას ჩაუტარდება.