ლონდონში ნოტინგ ჰილის ყოველწლიური კარნავალის დროს 353 ადამიანი დააკავეს - Palitra News

ლონდონში ნოტინგ ჰილის ყოველწლიური კარნავალის დროს 353 ადამიანი დააკავეს

2019-08-27 15:26:26+04:00

ლონდონში ნოტინგ ჰილის ყოველწლიური კარნავალის დროს 353 ადამიანი დააკავეს. კვირას 111 ადამიანი დააკავეს, ორშაბათს - 242. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება.

სკოტლანდ იარდის ცნობით, დამნაშავეების თავდასხმების შედეგად დაჭრილია 30 პოლიციელი. დაკავებულთა ნაწილს ბრალად ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული, პოლიციაზე თავდასხმა, იარაღის ტარებისა და იარაღით მუქარა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ.

კარნავალი ნოტინგ ჰილის რაიონში 1966 წელის შემდეგ ყოველწლიურად აგვისტოს ბოლოს ტარდება. მისი ძირითადი მონაწილეები კარიბის ზღვის ქვეყბნებიდან ჩასული იმიგრანტები არიან, რომლებიც ლონდონის ამ რაიონში მასობრივად სახლდებოდნენ წინა საუკუნის 50-იანი წლებიდან. კარნავალს დაახლოებით მილიონი სტუმარი ესწრება, თუმცა ბოლო წლებში ის არის არა მხოლოდ ზეიმი, არამედ დანაშაულებრივი ქმედებების არეალიცაა. შარშან ამ ფესტივალზე 380 ადამიანი დააკავეს.