მამუკა ხაზარაძე - მინდა ხელისუფლებას დავუსვა შეკითხვა - რატომ შეეშინდა? - Palitra News

მამუკა ხაზარაძე - მინდა ხელისუფლებას დავუსვა შეკითხვა - რატომ შეეშინდა?

2019-08-27 15:16:30+04:00

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანგარიშების დაყადაღების მიუხედავად, საქართველოსა და უცხოეთში მყოფი მათი მეგობრები მზადყოფნას გამოთქვამენ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარონ. როგორც მან აღნიშნა მას და ბადრი ჯაფარიძეს არაფრის ეშინიათ რადგან მათი ანგარიშების დაყადაღებით არაფერი შეცვლილა და გრძელდება როგორც ანაკლიის პორტის დააფინანსებას ასევე დაანონსებული პარტიის დაფუძნებისთვის მზადება.