იუსტიციის სახლის ის ფლიგელი, რომელშიც ამჟამად ეროვნული ბანკია განთავსებული, შესაძლოა, გაიყიდოს ან სახელმწიფოს გადაეცეს - Palitra News

იუსტიციის სახლის ის ფლიგელი, რომელშიც ამჟამად ეროვნული ბანკია განთავსებული, შესაძლოა, გაიყიდოს ან სახელმწიფოს გადაეცეს

2019-08-21 10:59:41+04:00

იუსტიციის სახლის ის ფლიგელი, რომელშიც ამჟამად სებ-ის სათავო ოფისი მდებარეობს, შესაძლოა, გაიყიდოს ან სახელმწიფოს გადაეცეს. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს.

"ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა შესაძლებელია მოხდეს ოფისის რეალიზაცია ან მთავრობისთვის გადაცემა", - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

როგორც სებ-ში განმარტავენ, პროექტის განხორციელებას, სავარაუდოდ, 3-4 წელი დასჭირდება და მშენებლობის ძირითადი ნაწილი, შესაძლებელია, არსებული საოფისე ფართის რეალიზაციით დაიფაროს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობის სავარაუდო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს.