რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის პოზიციაზე ერთ-ერთ კანდიდატურად ნინო შუბლაძე განიხილება. აღნიშნული ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დაადასტურა. როგორც სალიამ აღნიშნა, გადაწყვეტილება მიღებული არაა და საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ბევრ ადამიანთან იყოს. ამასთან, სალიამ არ დააკონკრეტა, ვისთან მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი, თუმცა დასძინა, რომ საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელი კურიერის გუნდისთვის მისაღები უნდა იყოს.