დიდ დიღომში, სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა - Palitra News

დიდ დიღომში, სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

2019-08-20 11:59:48+04:00

დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

როგორც "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წყლის გამაცხელებელი ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელი ბინის აბაზანაში იყო დამონტაჟებული. დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.