სენაკთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, არის მსხვერპლი - Palitra News

სენაკთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, არის მსხვერპლი

2019-08-18 16:43:46+04:00

სენაკთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ისინი მკურნალობას სენაკის საავადმყოფოში გადიან.

არსებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, ერთ-ერთს ცეცხლი მოედო და მანქანაში მყოფი ორივე ადამიანი ადგილზე დაიუპა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ორი ან მეტი პირის მიმართ გულისხმობს.