რუსთავში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს ყალბი ოქროს ყელსაბამი 400 ლარად მიჰყიდა - Palitra News

რუსთავში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს ყალბი ოქროს ყელსაბამი 400 ლარად მიჰყიდა

2019-08-18 14:28:08+04:00

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული, დ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

როგორც "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე, მოქალაქეს ყალბი ოქროს ყელსაბამი 400 ლარად მიჰყიდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.