"რუსთავი 2"- ის ერთ- ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე, ია კიწმარიშვილი "რუსთავი 2"-ის წილის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. კიწმარიშვილის თქმით "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებს წილები მათი ნების საწინააღმდეგოდ, ზეწოლის ქვეშ დაათმობინეს და მას როგორც ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრეს, აქვს სამართლებრივი და მორალური უფლება, რომ ეროსის კუთვნილი წილის დაბრუნება მოვითხოვოს. მისივე განცხადებით, ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის წილების გასხვისებას გეგმავს, ამიტომ კიწმარიშვილი მოუწოდებს ხალვაშს და პოტენციურ შემსყიდველს, სასამართლო პროცესების დასრულებამდე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღონ.