ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში - ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - Palitra News

ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში - ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალი წარედგინება

2019-08-09 14:00:11+04:00

გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.