ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებას მედიაზე ზეწოლად აფასებს. მათი შეფასებით, რუსთავი 2-ის შემდეგ, ახლა ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ცდილობს ყველა კრიტიკული მედიასაშუალების აზრის ჩახშობას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი ნატა ძველიშვილი კი იმედოვნებს, რომ ეს გამოკითხვა არ უკავშირდება რაიმე თვალსაზრისით „ტვ პირველს" და ეს გავლენას არ იქონიებს არხის მუშაობაზე.