საარჩევნო რეფორმა - სასტუმრო "შერატონში" სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარებს - Palitra News

საარჩევნო რეფორმა - სასტუმრო "შერატონში" სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარებს

2019-08-06 12:45:14+04:00

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა შერატონ მეტეხი პალასში დღესაც გრძელდება. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველი გუნდის 9 პუნქტიანი ინიციატივა წარადგინა. გარდა იმისა რომ 2020 წელს არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და პარტიებისთვის დაწესდება ნულ პროცენტიანი ბარიერი. ქართული ოცნება კიდევ რამდენიმე ინიციატივას აჟღერებს. კერძოდ პარტიის დასაფუძნებლად საკმარისი იქნება 5 ათასი ხელმოწერა. ერთი პარტიის მიერ მეორესთვის უფასო საეთერო დროის გადაცემა შეიზღუდება. ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ. აღნიშნული ცვლიებები ოპოზიციისა და მესამე სექტორის უკმაყოფილებას იწვევს.