ბათუმში საშაურმეში ქართველ და არაბ ტურისტებს შორის შელაპარაკება 25 წლის ბიჭის დაჭრით დასრულდა - რას ჰყვება თვითმხილველი, რომელიც ფაქტს შეესწრო - Palitra News

ბათუმში საშაურმეში ქართველ და არაბ ტურისტებს შორის შელაპარაკება 25 წლის ბიჭის დაჭრით დასრულდა - რას ჰყვება თვითმხილველი, რომელიც ფაქტს შეესწრო

2019-08-05 11:04:13+04:00

ბათუმში ქართველებსა და არაბ ტურისტებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. რის შედეგადაც, 25 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმეში მოხდა.როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "პალიტრანიუსს" განუცხადეს, 25 წლის ბიჭი ფეხის არეში სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის დაჭრილი. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.