ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი დაიწყო როგორც მინისტრისმოადგილე ზაზა ხობუა აღნიშნავს, ქვეყნის მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, სამინისტრო იწყებს აქტიურ ჩართვას ხარისხის მართვის პროცესში. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებების შესწავლას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით. სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნული მონიტორინგის შედეგად სულ დაიწერა 20 ოქმი. კერძოდ, უკანასკენლი 2 კვირის განმავლობაში - სანებართვო პირობები შემოწმდა 5 დაწესებულებაში და დაიწერა 5 ოქმი.