საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასური შესაძლოა გაიზარდოს - Palitra News

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასური შესაძლოა გაიზარდოს

2019-07-24 12:05:18+04:00

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობის საფასური შესაძლოა, გაიზარდოს. უფრო კონკრეტულად, მეტროთი ან ავტობუსით მგზავრობის საფასური შესაძლოა 80 თეთრი ან 1 ლარი გახდეს. ამის შესახებ კომპანია „სისტრას“ ხელმძღვანელმა ასმათ აბესაძემ განაცხადა. თუმცა, მისივე განმარტებით, მოხდება ერთიანი გადახდის სისტემის შემოღება, რომლის საშუალებითაც 1 გადახდის შემდეგ, მგზავრი ნებისმიერი ტრანსპორტით, მათ შორის სამარშუტო ტაქსითაც, საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავრებს.