იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან შალვა თადუმაძესთან გასაუბრება 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. საბჭოს წევრები დაინტერესდნენ თუ რატომ სურს თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა.
თადუმაძემ იმ გამოცდილებას გაუსვა ხაზი, რაც 18 წლის განმავლობაში მიიღო და აღნიშნა, რომ ეს გამოცდილება მოსამართლის თანამდებობაზე პრეტენზიის გამოთქმის საფუძველს აძლევს. საბჭოს არამოსამართლე წევრი ჯანეზაშვილი დაინტერესდა იცის თუ არა გენერალურმა პროკურორმა რა მდგომარეობაა სასამართლო სისტემაში. ამის საპასუხოდ კი თადუმაძემ მიუგო, რომ მასზე უკეთესად ერკვევა სასამართლო სისტემაში და მასზე უკეთესი იურისტიცაა.
თადუმაძის რეკომენდატორები ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე და მაია ცქიტიშვილი არიან დასახელებული. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, საინტერესოა, რამდენად აპოლიტიკური იყოს შეიძლება მოსამართლე, რომელსაც რეკომენდაციას მმართველი გუნდის წევრები უწევენ.
თადუმაძე მის პოლიტიკურ მიკერძოებულობათან დაკავშირებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამის დასტურად გენერალური პროკურატურის სანდოობა მოყავს.