რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი არ ფიქრობს, რომ ეკა ბესელიას პირად ცხოვრებაზე გაკეთებული მისი განაცხადება არაეთიკური იყო. როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე მან არაერთი კომენტარი გააკეთა და არ აპირებს დამატებით განმარტების გაკეთებას. ვიცე-პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი მისთვის უკვე დამღლელია.