პოლონეთში მშენებლობაზე 27 წლის ქართველი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა - ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს - Palitra News

პოლონეთში მშენებლობაზე 27 წლის ქართველი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა - ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

2019-07-21 17:03:12+04:00

პოლონეთში, სამშენებლო ობიექტიდან საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ალექსანდრე ბუხულეიშვილი გადმოვარდა. როგორც მისი ბიძაშვილი ლელა ბუხულეიშვილი აცხადებს, დაშავებული ამ დროისთვის ხერხემლის მძიმე დაზიანებით კლინიკაში იმყოფება. მისივე თქმით, სამშენებლო ობიექტზე დაცული არ იყო უსაფრთხოების სტანდარტები. ალექსანდრე ბუხულეიშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას და შესაბამისს უწყებებს ყურადღების გამოჩენას და დახმარებას სთხოვს.