მამუკა ბახტაძე პუტინის განცხადებაზე - მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით - Palitra News

მამუკა ბახტაძე პუტინის განცხადებაზე - მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით

2019-07-10 12:53:49+04:00

ჩვენ მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია; ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ევროპა ამაყობს ამით და დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და ევროპელები, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობა ამ ისტორიას დეტალურად იცნობენ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული მტკივნეული გამოწვევების გადასალახად საჭიროა კონსოლიდაცია და ერთობლივი ძალისხმევა.