ავსტრალია 2022 წლისთვის აბორიგენების კონსტიტუციით აღიარების შესახებ რეფერენდუმს ჩაატარებს. ამის შესახებ ავსტრალიის მთავრობაში განაცხადეს. აღნიშნულ საკითხზე ათ წელზე მეტია რაც ცხარე დისკუსია მიმდინარეობს.
ავსტრალიაში აბორიგენები ბრიტანელ კოლონისტებზე დააახლოებით 50 000 წლით ადრე დასახლდნენ, რომელბიც პირველი მაცხოვრებელები იყვნენ კონტინენტზე, თუმცა, ეს ხალხი ავსტრალიის კონსტიტუციით აღიარებული არაა. რეფერენდუმის ჩატარებამდე საჭირო იქნება მთავრობასა და აბორიგენთა ლიდერებს შორის გარკვეული პირობების შეთანხმება, ვინაიდან აბორიგენებს სურთ ქვეყნის მთავრობაში უფრო მეტად მონაწილეობა. მათ 2017 წელს მთავრობას მრჩეველთა უწყების ჩამოყალიბება შესთავაზეს, რომლებიც აბორიგენებით დაკომპლექტდებოდა, თუმცა, მთავრობამ აღნიშნულ წინადადებაზე უარი თქვა, ვინაიდან მათი მოსაზრებით, ასე დე ფაქტო უწყება ჩამოყალიბდებოდა პარლამენტში.
შეგახსენებთ, 23მილიონიან ქვეყანაში აბორიგენი ავსტრალიელების რაოდენობა დააახლოებით 700 000ს აღწევს.