გორში ხანძრის შედეგად 16 წლის ახალგაზრდა დაშავდა - Palitra News

გორში ხანძრის შედეგად 16 წლის ახალგაზრდა დაშავდა

2019-07-09 15:08:44+04:00

გორში, მშვიდობის გამზირზე, ხანძრის შედეგად 16 წლის ახალგაზრდა დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრ "იავნანაში" გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მოზარდი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.

ხანძარის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია თუმცა სავარაუდოდ ცეცხლი სანთლიდან გავრცელდა.