მოფრიალე LGBT დროშა "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე - "რა ვქნათ ეხლა აქედან ხელები ვუქნიოთ და ვიგინოთ, ისტერიჩკა ქმნილებებივით?" - Palitra News

მოფრიალე LGBT დროშა "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე - "რა ვქნათ ეხლა აქედან ხელები ვუქნიოთ და ვიგინოთ, ისტერიჩკა ქმნილებებივით?"

2019-07-08 16:20:50+04:00

პარლამენტთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის თავზე ლგბტ დროშა ფრიალებს. დროშა ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა და ის აქციის მონაწილეთა თავზე ამ დრომდე, დრონის საშუალებით ფრიალებს. ლგბტ თემის დროშის გამოჩენას აქციის მონაწილეთა მხრიდან ხმაური და გაღიზიანება მოჰყვა, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის ლევან ვასაძემ ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რადგან მათი თქმით, "ეს ისეთი არაფერია"."მათ არასოდეს არაფერი გამოუვათ არც ერთ დროსა და პერიოდში. მაქსიმუმ ასე, სათამაშოებით გამოხატონ ეს ყველაფერი," - განაცხადა ლევან ვასაძემ.

იხილეთ:

რა სიტყვით მიმართა ლევან ვასაძემ შეკრებილებს მას შემდეგ, რაც აქციის თავზე LGBT დროშა აფრიალდა - "ვერაფერს გაგვიბედავენ, დიდი-დიდი რაღაც სათამაშო გადმოგვიფრინონ"