რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო - ფრენებზე აკრძალვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე დავალიანება არ დაიფარება - Palitra News

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო - ფრენებზე აკრძალვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე დავალიანება არ დაიფარება

2019-07-08 13:09:40+04:00

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრ ვოლკოვის განცხადებით, რუსეთში ქართული ავიაკომპანიების ფრენებზე აკრძალვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ დაიფარება აერონავიგაციის მომსახურებისთვის არსებული დავალიანება. გარდა ამისა, ვოლკოვის ინფორმაციით, შეზღუდვა იმოქმედებს იმ დრომდე, სანამ ქართული ავოაკომპანიები რუსულ მხარეს საავიაციო უსაფრთხოების პროგრამას არ წარუდგენს.