ლიბიის სანაპიროებთან გადარჩენილი 65 მიგრანტის მიღება მალტამ გადაწყვიტა - Palitra News

ლიბიის სანაპიროებთან გადარჩენილი 65 მიგრანტის მიღება მალტამ გადაწყვიტა

2019-07-08 11:10:09+04:00

ლიბიის სანაპიროებთან გადარჩენილი 65 მიგრანტის მიღება მალტამ გადაწყვიტა. სამაშველო გემს მალტის სანაპიროზე გაჩერების უფლება მისცეს. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ჟოზეფ მუსკატმა განაცხადა, რომ ევროკომისიასა და გერმანიის მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ 65 მიგრანტს ევროკავშირის სხვადასხვა ტერიტორიებზე გადაანაწილებენ.

ალან ქურდის სახელობის სამაშველო გემიდან მიგრანტები თავდაპირველად მალტის გემზე, შემდეგ კი ხმელეთზე გადაიყვანეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამ მიგრანტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეეებში იტალიაში ორ სხვა სამაშველო გემს სანაპიროებზე მიგანტების მიყვანა აუკრძალეს.