გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინების შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრი ევგენი პრიმაკოვი აუცილებლად მიიჩნევს, რუსეთ-საქართველოს "ურთიერთობის გაყინვას".
როგორც რუსეთის დუმის დეპუტატი აღნიშნავს, საქართველოს ტელევიზია პერსონაჟ გაბუნიას სახით იმდენად „დაეშვა ფსკერზე“, რომ ძნელია რამე გაგიკვირდეს. პრიმაკოვი ხაზს უსვამს, სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად გაბუნიას ქმედების დაგმობისა, რუსეთისთვის ბოდიში არ მოუხდია. დეპუტატმა სინანული გამოთქვა, რომ ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო დაზარალდება.