"ფული ფულად დახარჯეს, ნერვები ნერვებად მოგვიშალეს და ნერგებიც გააფუჭეს" - რუსთავის „ჯეოსთილის“ ქარხანასთან მოძრაობამ „გავიგუდეთ“ აქცია გამართა - Palitra News

"ფული ფულად დახარჯეს, ნერვები ნერვებად მოგვიშალეს და ნერგებიც გააფუჭეს" - რუსთავის „ჯეოსთილის“ ქარხანასთან მოძრაობამ „გავიგუდეთ“ აქცია გამართა

2019-07-07 20:07:29+04:00

რუსთავში, კომპანია "ჯეოსთილის" მეტალურგიულ ქარხანასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის "გავიგუდეთ" აქტივისტებმა და მოქალაქეებმასაპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, "ჯეოსთილი" ფილტრების გარეშე მუშაობს და ქალაქს მავნე გამონაბოლქვით აბინძურებს."დააყენე ფილტრები-გავიგუდეთ!" - ამ შეძახილებით, აქციის მონაწილეები საწარმოს ხელმძღვანელობას მოუწოდებდნენ, დააყენონ ფილტრები და შეწყვიტონ გარემოს მავნე გამონაბოლქვით დაბინძურება.