ნუკრი ქანთარია - დაგუგლეთ მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში და ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი - მიტინგის დაშლა ბალეტი არ არის - Palitra News

ნუკრი ქანთარია - დაგუგლეთ მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში და ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი - მიტინგის დაშლა ბალეტი არ არის

2019-07-04 14:52:45+04:00

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ შს მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მისი განცხადებით გახარიას გადადგომა ახლა არის ფარსის ტოლფასი და უკუღმართობის მცდელობა. მან ასევე ყველას მოუწოდა, "დაგუგლონ", თუ როგორ ხდება მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში. მისივე თქმით, აუცილებლად გამოსაკვეთია ხალხი, ვინც 20-21 ივნისს შეკრებილ მომიტინგეებს აქეზებდნენ და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ.