ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კომპანია მსხვილი ამერიკული ტუროპერატორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან აშშ-დან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანის გაზრდის საკითხი განიხილა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკული ტუროპერატორი MIR Corporation - ი, რომელიც საქართველოში დიდი ხანია საქმიანობს და ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე ახორციელებს ტურისტების შემოყვანას ამერიკიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან, იწყებს ერთობლივ პროექტს National Geographic -თან სამოგზაურო ტურების მომზადების შესახებ. აღნიშნული სერვისის მომხმარებლები ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები, ახალი ზელანდია და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნების მოქალაქეები იქნებიან. კომპანია ტურისტებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ პაკეტებს შესთავაზებს.