პარლამენტის შენობასთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია 19:00 საათზე განახლდება. საპროტესტო გამოსვლები უკვე მეთერთმეტე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეებს თავდაპირველად სამი მოთხოვნა ქონდათ, რომელთაგან ხელისუფლებამ ორი - 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩვენების ჩატარება და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება შეასრულა. ამჟამად აქციის მონაწილეების ერთადერთი მოთხოვნა, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა. საპროტესტო გამოსვლების მეათე დღეს აქციის მონაწილეებმა „თავისუფლების მარში“ მოაწყვეს და პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა გამართეს.