ევროკავშირი მსო-ს ალტერნატივაზე მუშაობს - Palitra News

ევროკავშირი მსო-ს ალტერნატივაზე მუშაობს

2019-06-26 11:27:43+04:00

ევროკავშირში სამოქმედო გეგმა მუშავდება იმ შემთხვევისთვის, თუ ამერიკა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის მუშაობის ბლოკირებას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Welt am Sonntag-ი ევროკავშირში არსებულ დოკუმენტებზე და გერმანიის ხელისუფლებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისრის თანამშრომლები სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებს გარეთ ალტერნატიული საარბიტრაჟო სასამართლო შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პარალელური ორგანიზაციის დაფუძნებას ხელს შეუწყობს.

შეგახსენებთ, რომ შტატებმა სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ზოგიერთ ქვეყანას იმპორტირებულ პროდუქციის ნაწილზე საბაჟო ტარიფები დაუწესა. ვაშინგტონს არ სურს დაუშვას, რომ მისი ეს ნაბიჯები არაკანონიერად შეფასდეს, რის გამოც ორგანიზაციის სააპელაციო ორგანოში ახალი მოსამართლეების დანიშნვის ბლოკირებას ახდენს.