სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელზე - ისე რა სავარძელი იყო, არც მაინც და მაინც მყუდრო და კომფორტული - Palitra News

სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელზე - ისე რა სავარძელი იყო, არც მაინც და მაინც მყუდრო და კომფორტული

2019-06-25 14:09:12+04:00

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვმა რუსეთის ტელეარხ „ენ-ტე-ვეს“ გადაცემაში „შეხვედრის ადგილი“ საქართველოში მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, რუსეთის დელეგაცია თბილისში საპროტესტო აქციებს და უწესრიგობებს არ ელოდა. მისივე ინფორმაციით, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციებმა უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღეს, თუმცა მას გადასცეს ოპოზიციის ლიდერის განცხადება, რომლის თანახმადაც „გავრილოვის სტუმრობა არასასურველია, რადგან ის მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში“. გავრილოვი აცხადებს, რომ ეს ბრალდება შეცდომაა.