"მაკო! მაკო! მაკო!" - აქციის მონაწილეები 18 წლის მაია გომურის სახელს სკანდირებენ, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა - Palitra News

"მაკო! მაკო! მაკო!" - აქციის მონაწილეები 18 წლის მაია გომურის სახელს სკანდირებენ, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა

2019-06-24 22:56:13+04:00

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მაია გომურს, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა, მხარდაჭერას უცხადებენ. დემონსტრანტები სკანდირებენ აქციის დაშლისას დაშავებული გოგონას სახელს: „მაკო, მაკო“. ასევე, ორგანიზატორებმა სცენაზე გამოიტანეს დიდი ბანერი, რომელსაც აწერია: „მაკო, შენ თვალი აგვიხილე.“ აქციის მონაწილეები ასევე სკანდირებდნენ: „მადლობა, მადლობა“.შეგახსენებთ, რომ 18 წლის მაკო გომურმა, რომელმაც 20-21 ივნისს აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, საავადმყოფო დღეს დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს რაღაცები, რისთვისაც ყველა ერთად უნდა იბრძოდეს.