ელენე ხოშტარია - საზოგადოებამ მოახერხა დაახევინა უკან "ქართულ ოცნებას" - Palitra News

ელენე ხოშტარია - საზოგადოებამ მოახერხა დაახევინა უკან "ქართულ ოცნებას"

2019-06-24 13:09:18+04:00

"საზოგადოებამ მოახერხა დაახევინა უკან „ქართულ ოცნებას“ და მიაღწია სამართლიან პროპორციულ სისტემას, ეს გამარჯვება ძალიან მნიშველოვანია",- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით.

ხოშტარია საზოგადოებამ ულოცავს მიღწეულ შედეგს.

"ეს გამარჯვება არის ძალიან მნიშველოვანი იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ მოახერხა დაახევინოს უკან „ქართულ ოცნებას“ და მიაღწია სამართლიან პროპორციულ სისტემას, თქვენ უთხარით ყველა პოლიტიკოსს, რომ არცერთი შემთხვევა ჩვენი საზოგადოების ღირსების შელახვის ვერ გაივლის უკვალოდ და ყველა მომდევნო ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი მსგავსი უღირსი და უკანონო საქციელის შედეგად. ვულოცავ ყველას, თქვენმა პრინციპულმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი",- აღნიშნა ხოშტარიამ.