დეკანოზი შალვა კეკელია მეუფე პეტრეს განცხადებას ეხმაურება და მას „ცრუ პეტრეს“ და „პატრიარქის მოწინააღმდეგეს“ უწოდებს.„მეუფე პეტრე არის ცრუ, პატრიარქის მოწინააღმდეგე, ეკლესიაში შფოთის შემომტანი, " სიმართლის მანტიაში გახვეული", ორპირი, მე თვითონ ვიყავი ქაშვეთის ეკლესიაში და წმიდა გიორგის ხატთან პარაკლისი გადავიხადე მომიტინგეებთან და პოლიციელებთან ერთად. 7 ნოემბერსაც და 26 მაისსაც ხალხის გვერდზე ვიყავი, ცრუ პეტრე სად იყო? მე ვიცი "ნაცების" ფულით რეზიდენციას აშენებდა და მათ წინააღმდეგ ხმას როგორ ამოიღებდა, ახალაიებს რომლებიც მიტინგების დარბევას ხელმძღვანელობდნენ გმირებად მოიხსენიებს და ახლა გახდა ხალხის გულშემატკივარი, მანახეთ მისი ერთი განცხადება, როცა ხალხი უმოწყალოდ სცემდნენ, ასახიჩრებდნენ, ხოცავდნენ...ციხის საშინელი კადრების შემდეგ, რამაც მთელი ქვეყანა შეძრა, სად იყო "მართალი მეუფე პეტრე", დღეს გააცნობიერა და შეინანა? სირცხვილი... მინდა "პროფესიონალ" ჟურნალისტებს ვკითხო! ამ კითხვებს რატომ არავინ უსვამთ?. "მირჩევნია სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე", - აცხადებს შალვა კეკელია.შეგახსენებთ, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეების დაშლის დროს, ქაშვეთის ტაძარი დაკეტილი იყო.