რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ამ წუთებში სასტუმრო „რედისონის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. რამდენიმე მეტრი დაცვამ დეპუტატთან ერთად ირბინა, რადგან მანქანაში ვერ ჩაჯდა დეპუტატი, გავრილოვის ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.ამ დროისთვის „რედისონთან“ შეკრებილი მოქალაქეები რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც 19.00 საათზე აქციაა დაგეგმილი.შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვის გამოსვლას „რედისონიდან“ რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ მოქალაქეები, მათ სასტუმროს შენობის ორივე შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ.