საქართველოს დაცული ტერიტორიების გაწევრიანება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის "მწვანე ნუსხაში" იგეგმება. ამ მიზნით, საქართველოს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის ოფიციალური წარმომადგენლობა ეწვია. ქართულმა მხარემ ექსპერტების ჯგუფისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო "მწვანე ნუსხაში" გაწევრიანების სტანდარტებისა და კომპონენტების შესახებ.