თათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეუფე კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში დამძიმდა. მეუფეს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. ის 10 დღეზე მეტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. მეუფის ცხედარი ბაგრატის ტაძარშია დასვენებული.
მეუფე კალისტრატე ეპისკოპოსად 1983 წლის 25 დეკემბერს აკურთხეს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ის ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.