მინისტრების ცვლილება ჯანდაცის სფეროში არსებულ უზარმაზარ გამოწვევებს და პრობლემებს " ქართული ოცნების" პირობებში ვერაფერს უშველის",- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჯანდაცვის მინისტრის, დავით სეერგენკოს მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებას გამოეხმაურა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ჯანდაცვის სფეროში თანხების არასწორი ხარჯვის ავტორი არის "ქართული ოცნება". მისივე თქმით, თანხები ამ სფეროში ისე გაიფლანგა, რომ პაციენტებამდე ვერც კი მივიდა. ჭიაბერაშვილის შეფასებით, ამის დასტურია, თუნდაც ქრონიკული მედიკამენტების და C-ჰეპატიტის პროგრამა, სადაც უზარმაზარი ჩამორჩენაა.