მსოფლიოს TOP 5 ქალაქი ყველაზე გადატვირთული გზებით - Palitra News

მსოფლიოს TOP 5 ქალაქი ყველაზე გადატვირთული გზებით

2019-06-17 11:23:30+04:00

ნავიგატორების მწარმოებელმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ TomTom -მა მსოფლიოს ყველაზე გადატვირთული გზების მქონე ქალაქების რეიტინგი შეადგინა.

აღნიშნული რეიტინგი კომპანიამ მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში მონიტორინგის შედეგად გამოავლინა. კვლევაში მხოლოდ ის ქალაქები მოხვდნენ, რომელთა მოსახლეობაც 800 ათასზე მეტია.

რეიტინგის მიხედვით, ყველაზე გადატვირთული გზების მქონე ქალაქი მსოფლიოში მუმბაია, მას მოსდევს ბოკოტა, მე-3 ადგილზეა - ლიმა. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ნიუ დელი და მოსკოვი ინაწილებენ.