"ორი წამალი დაუნიშნეს, საღამოს ისევ ტკივილი დაეწყო" - რატომ ადანაშაულებს სოფელ ნაზარლოში გარდაცვლილი ფეხმძიმე ქალის ოჯახი ექიმებს? - Palitra News

"ორი წამალი დაუნიშნეს, საღამოს ისევ ტკივილი დაეწყო" - რატომ ადანაშაულებს სოფელ ნაზარლოში გარდაცვლილი ფეხმძიმე ქალის ოჯახი ექიმებს?

2019-06-15 15:23:49+04:00

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში გარდაცვლილი ფეხმძიმე ქალის ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ახალგაზრდა ქალი გარდაბნის საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს, ის შეუძლოდ გრძნობდა თავს. ექიმებმა ის გასინჯეს, გადაუღეს ექოსკოპია და სახლსი გაუშვეს. მოგვიანებით ფეხმძიმე ქალი კვლავ შეუძლოდ გახდა და გვიან ღამით ისევ მიიყვნეს საავადმყოფოში, სადაც ის გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ და მათ დასჯას მოითხოვენ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.