"ნაცმოძრაობა" - აჭარის მთავრობიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ოპოზიციას სრულად არ მიაწოდეს - Palitra News

"ნაცმოძრაობა" - აჭარის მთავრობიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ოპოზიციას სრულად არ მიაწოდეს

2019-06-14 15:12:14+04:00

"ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის განცხადებით, აჭარის მთავრობიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ოპოზიციას სრულად არ მიაწოდეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის, რეზო ხარაზის განცხადებით, აჭარის მთავრობიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ოპოზიციას სრულად არ მიაწოდეს და რეგიონის მთავრობა ბიუჯეტიდან კონკრეტულ ხარჯებს მალავს.

ამასთან, რეზო ხარაზი ბიუჯეტში კორექტირებას ითხოვს და განმარტავეს, რომ მაღალჩინოსნების ფუფუნებისთვის გამოყოფილი თანხები მოსახლეობისთვის სხვა მნიშვნელოვან საქმეებს მოხმარდეს.