კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებისთვის იქნება კონკრეტული შეთავაზებები - Palitra News

კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებისთვის იქნება კონკრეტული შეთავაზებები

2019-06-12 13:08:42+04:00

"ტაქსის მძღოლებისთვის იქნება კონკრეტული შეთავაზებები, სპეციალური პროგრამები კეთდება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ სესხი და თანხა იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ ავტომობილები, იქნება იაფი კრედიტები, ტაქსის მძღოლებისთვის ხელშეწყობა მოხდება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა სწორედ ტაქსების რეფორმაა. კალაძის თქმით, მათ ბევრი რამ დათმეს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტაქსის მძღოლებს ხელი შეუწყონ.