სუსის და მერიის ერთობლივი გამოძიება - ე.წ. მეტრომანებთან დაკავშირებული თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი - Palitra News

სუსის და მერიის ერთობლივი გამოძიება - ე.წ. მეტრომანებთან დაკავშირებული თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი

2019-06-12 09:58:38+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 3 პირი დააკავეს. ბრალდებულები ჰაკერული პროგრამის მეშვეობით ე.წ. მეტრომანებზე თანხის ჩაურიცხავად მის ასახვას ახორციელებდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფის მიერ მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.