კადრები ხარაგაულიდან, სადაც მდინარეები ადიდდა, მეწერი ჩამოწვა და სოფელი გარე სამყაროს მოწყდა - რა პრობლემები შეუქმნა ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას? - Palitra News

კადრები ხარაგაულიდან, სადაც მდინარეები ადიდდა, მეწერი ჩამოწვა და სოფელი გარე სამყაროს მოწყდა - რა პრობლემები შეუქმნა ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას?

2019-06-08 13:25:16+04:00

უხვი ნალექის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, სოფელი ლეღვანი კი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები შექმნა: სოფლებში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით, დაზიანდა ხიდ-ბოგირები, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართები და დამხმარე ნაგებობები.ამ დროისთვის სპეცტექნიკით გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ლეღვანში, მარელისში, მოლითი-ჩუმათელეთის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი. ხარაგაულის მერიაში საგანგებო შტაბი შეიქმნა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სამაშველო ჯგუფები, იმერეთის სამხრეოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.