„ეიპიემ ტერმინალსის“ გენდირექტორი - ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას - Palitra News

„ეიპიემ ტერმინალსის“ გენდირექტორი - ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას

2019-06-07 20:39:02+04:00

ველოდებით გაუქმებული ბრძანებით მონიჭებული უფლების აღდგენას,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა განუცხადა. კითხვაზე, რა არის დაბრკოლება ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის, კომანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პროცესი პროგრესირებადია და დაბრკოლებები არ არის, ასევე აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრის მიერ გაუქმებული ბრძანების აღდგენის მოლოდინი აქვს. შეგახსენებთ, რომ ეიფიემ ტერმინალსმა ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის უფლება მიიღო, თუმცა შემდეგ ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებით, ეს უფლება გაუუქმდა. ამის გამო ეკონომიკის სამინისტროდან აღნიშნული უფლების გამცემი პირიც გაათავისუფლეს.